https://sputnik-georgia.com/20250903/awkuris-quchis-reabilitacia-dasrulda-294767424.html
მერია: ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
მერია: ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა. 03.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-03T20:00+0400
2025-09-03T20:00+0400
2025-09-03T20:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაასრულა, იუწყება თბილისის მერია.სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაიწყო.უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. კალაძის თქმით, აწყურის რეაბილიტირებულ ქუჩაზე მოწესრიგდა ტროტუარი, გაჩნდა ახალი საპარკინგე სივრცეები, მოეწყო ეზოში შესასვლელები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ასევე დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები. დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა-გადასასვლელები, ასევე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები, განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი მოეწყო პანდუსები. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2,213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. „ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მერია: ისანში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაასრულა, იუწყება თბილისის მერია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თბილისის ბიუჯეტიდან 6,5 მლნ ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წლის 14 თებერვალს დაიწყო.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ელექტროსადენები კი მიწისქვეშ განთავსდა. განახლდა გარე განათების ქსელიც და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები.
„ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ აღნიშნული ქუჩა, რომელიც იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს სრულიად მოწესრიგებული და განახლებულია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დასრულებულ სამუშაოებს ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
კალაძის თქმით, აწყურის რეაბილიტირებულ ქუჩაზე მოწესრიგდა ტროტუარი, გაჩნდა ახალი საპარკინგე სივრცეები, მოეწყო ეზოში შესასვლელები და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ასევე დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები. დაიგო ასფალტის საფარი, დაიხაზა გზაგამყოფი ზოლები და მოეწყო ზებრა-გადასასვლელები, ასევე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და შუქნიშნები, განახლდა და დაემატა საპარკინგე სივრცეები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი მოეწყო პანდუსები.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამწვანდა ტერიტორიაზე არსებული 55 თარგი, 2 ათას კვადრატულ მეტრზე მოეწყო სარწყავი სისტემა, 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახი და დაირგო 2,213 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.
„ყველაფერი, რაც კეთდება ქალაქში, კეთდება ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ლეხ კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, აწყურის ქუჩის მცირე ნაწილი მოწესრიგდა, ამჟამად კი სარეაბილიტაციო სამუშაოები აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში განხორციელდა.