https://sputnik-georgia.com/20250902/rodis-gaimarteba-tbilisoba-2025-294745945.html
როდის გაიმართება „თბილისობა-2025"? თარიღი ცნობილია
როდის გაიმართება „თბილისობა-2025"? თარიღი ცნობილია
Sputnik საქართველო
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T12:29+0400
2025-09-02T12:29+0400
2025-09-02T12:29+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
თბილისობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/91/246679140_0:131:2501:1537_1920x0_80_0_0_bd2bbb361b4e91636efefd07eeec2e36.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. წელს თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ ოქტომბრის ნაცვლად 20-21 სექტემბერს ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. მერიის ინფორმაციით, თარიღის ცვლილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება. აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, სადღესასწაულო ხეივანი, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები და თეატრალური წარმოდგენები. ადგილზე მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, „ტკბილეულის ფესტივალი", „თბილისური ბაზარი", გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება" და „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilis", რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, ჩატარდება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა. 2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24667/91/246679140_138:0:2361:1667_1920x0_80_0_0_0e4c21948539ce7817f5feb61a8bc21e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისობა, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაიმართება „თბილისობა-2025"? თარიღი ცნობილია
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. წელს თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ ოქტომბრის ნაცვლად 20-21 სექტემბერს ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, თარიღის ცვლილების მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელიც ქვეყანაში 4 ოქტომბერს იმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, „თბილისობა - 2025“ მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი ათონელის ქუჩაზე, იტალიის ქუჩაზე, ხაზინის ქუჩაზე, ფხოვის ქუჩაზე, ანტონ ფურცელაძის ქუჩასა და რიყის პარკში გაიმართება.
აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, ინსტალაციები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, სადღესასწაულო ხეივანი, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები. ასევე გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები და თეატრალური წარმოდგენები.
ადგილზე მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, „ტკბილეულის ფესტივალი", „თბილისური ბაზარი", გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება" და „გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilis", რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, ჩატარდება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
1.
წელს მერია „თბილისობაზე“ დაახლოებით 3,5 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა უკვე გასცა. გამარტივებული შესყიდვის მიზეზად მერიამ ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარება დაასახელა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან თბილისობა ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო. თბილისობის აღნიშვნა გაუქმდა მხოლოდ ორჯერ: 2020 წელს, კოროვირუსის პანდემიის გამო, და 2021 წელს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშინ მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები გაიმართა.