https://sputnik-georgia.com/20250902/kobaxidze-trampisadmi-gagzavnil-werils-exmaureba-294745292.html
კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტის ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის პათოსს სრულად ვიზიარებ
კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტის ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის პათოსს სრულად ვიზიარებ
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T12:51+0400
2025-09-02T12:51+0400
2025-09-02T12:51+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სრულად იზიარებს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის პათოსს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან გადატვირთვის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.1 სექტემბერსვ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა „საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.მისი თქმით, თუ „დიფ სთეითი“ (deep state) არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება", - განაცხადა პრემიერმა.საქართველო და აშშდღეისთვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებს ფორმალური ხასიათი აქვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, შეჩერდა. ამასთან, რიგი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სავიზო სანქციები დაწესდა.შეზღუდვები, მაგრამ უკვე ფინანსური, ვაშინგტონმა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააწესა.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა საქართველოში მიღებული რიგი კანონები, რომლებიც, ბაიდენის ადმინისტრაციის მოსაზრებით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“.დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი ურთიერთობების გადატვირთვისა და თანაბარ პირობებში ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე, რომელთა შორისაა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავირეისები. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ ინიციატივაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ მიუღია.ამასთან, რიგი ამერიკელი კანონმდებლებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერით, აშშ-ის სენატში განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ინიცირებული MEGOBARI Act. ის ითვალისწინებს მკაცრ შემზღუდავ და სადამსჯელო ზომებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და ზღუდავს კონტაქტებს საელჩოს მეშვეობით.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტის ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის პათოსს სრულად ვიზიარებ
პრემიერის თქმით, თუ „დიფ სთეითი“ არ იმძლავრებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას წინ ვერაფერი დაუდგება.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სრულად იზიარებს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილი წერილის პათოსს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან გადატვირთვის შესახებ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
1 სექტემბერსვ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა „საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მე პრეზიდენტის წერილის პათოსს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. ჩვენი გზავნილი ყველასათვის ცნობილია. ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, თუ „დიფ სთეითი“ (deep state) არ იმძლავრებს, ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
„ჩვენთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის, გასაკვირია ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ვიტოვებთ იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება", - განაცხადა პრემიერმა.
დღეისთვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებს ფორმალური ხასიათი აქვს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, შეჩერდა. ამასთან, რიგი ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სავიზო სანქციები დაწესდა.
შეზღუდვები, მაგრამ უკვე ფინანსური, ვაშინგტონმა საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დააწესა.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი გახდა საქართველოში მიღებული რიგი კანონები, რომლებიც, ბაიდენის ადმინისტრაციის მოსაზრებით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს“.
დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი ურთიერთობების გადატვირთვისა და თანაბარ პირობებში ახალი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე, რომელთა შორისაა ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავირეისები. „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ ინიციატივაზე მკაფიო პასუხი ჯერ არ მიუღია.
ამასთან, რიგი ამერიკელი კანონმდებლებისა და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერით, აშშ-ის სენატში განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ინიცირებული MEGOBARI Act. ის ითვალისწინებს მკაცრ შემზღუდავ და სადამსჯელო ზომებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და ზღუდავს კონტაქტებს საელჩოს მეშვეობით.