https://sputnik-georgia.com/20250902/kaxetshi-rtveli-daiwyo-294748205.html
კახეთში რთველი დაიწყო
კახეთში რთველი დაიწყო
Sputnik საქართველო
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T16:57+0400
2025-09-02T16:57+0400
2025-09-02T16:57+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
რთველი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_bfb4be3092ea3b172d95ddbeab6bf88d.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 3,5 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, ნაქთქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მთიან რაიონებში დასრულდება - კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში რთველი ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით ეტაპობრივად დაიწყება.სააგენტოს ცნობით, საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის „ცხელი ხაზზე" – 0322 193 283. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/12/289951094_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_278fb3a2c8de568666896cc913ad60af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, რთველი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, რთველი , საზოგადოება, ახალი ამბები
კახეთში რთველი დაიწყო
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებმა ადგილობრივი ფერმერების მიერ ჩაბარებული 3,5 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავეს, ნაქთქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მთიან რაიონებში დასრულდება - კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში რთველი ყურძნის შესაბამის კონდიციაში შესვლის მიხედვით ეტაპობრივად დაიწყება.
სააგენტოს ცნობით, საკოორდინაციო შტაბში 200-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
რთველთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზზე" – 1501 და რთველის საკოორდინაციო შტაბის „ცხელი ხაზზე" – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.