https://sputnik-georgia.com/20250902/gaxaria-sadeputato-mandatebis-argamokenebaze-294753236.html
ეს იყო შეცდომა: გახარია სადეპუტატო მანდატების არგამოყენებაზე
ეს იყო შეცდომა: გახარია სადეპუტატო მანდატების არგამოყენებაზე
Sputnik საქართველო
როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. მთავარი ფაქტორია - რა იქნება არჩევნების... 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T20:12+0400
2025-09-02T20:12+0400
2025-09-02T20:12+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
გიორგი გახარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259233908_0:32:1648:959_1920x0_80_0_0_eea39e3439b20d59b0d2cbe29e322c5f.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო მანდატებზე უარი შეცდომა იყო, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში.საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისს შეუწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა. პოლიტიკოსის თქმით, ამ შეცდომის გამოსასწორებლად მცირე რესურსია დარჩენილი და მათი გამოყენება შესაძლებელია თუ არა, დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც „ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარდება“.როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. მთავარი ფაქტორია - რა იქნება არჩევნების შემდეგ.გახარიას თქმით, მას არ სურდა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს არსებული ფორმა მიეღო და ამ საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციურ პარტია „ლელოსთან“, თუმცა „უშედეგოდ".საქართველოს პარლამენტმა დღეს, 2 სექტემბერს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი. გუშინ აღნიშნული საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. გახარიას განცხადებით, საარჩევნო სიის 12 წევრის პარლამენტში შესვლის საკითხზე პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებს.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259233908_0:37:1648:1273_1920x0_80_0_0_e4c6c5b5e6e8d71d7f7ed894bd4f8e59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, გიორგი გახარია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, გიორგი გახარია
ეს იყო შეცდომა: გახარია სადეპუტატო მანდატების არგამოყენებაზე
როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. მთავარი ფაქტორია - რა იქნება არჩევნების შემდეგ.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საპარლამენტო მანდატებზე უარი შეცდომა იყო, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისს შეუწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დასახელდა.
„დღეს გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა", - განაცხადა გახარიამ.
პოლიტიკოსის თქმით, ამ შეცდომის გამოსასწორებლად მცირე რესურსია დარჩენილი და მათი გამოყენება შესაძლებელია თუ არა, დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც „ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განვითარდება“.
„პირველ რიგში, ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც 4 ოქტომბრის არჩევნები ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ქვეყანას ბევრად უფრო დიდი გამოწვევები და რისკები აქვს", - განაცხადა გახარიამ.
როგორც გახარიამ აღნიშნა, არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. მთავარი ფაქტორია - რა იქნება არჩევნების შემდეგ.
გახარიას თქმით, მას არ სურდა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს არსებული ფორმა მიეღო და ამ საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციურ პარტია „ლელოსთან“, თუმცა „უშედეგოდ".
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 2 სექტემბერს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი. გუშინ აღნიშნული საკითხი საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილეს.
გახარიას განცხადებით, საარჩევნო სიის 12 წევრის პარლამენტში შესვლის საკითხზე პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებს.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.