https://sputnik-georgia.com/20250902/dges-parlamentis-sashemodgomo-sxdoma-gaixsneba-294744118.html
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
Sputnik საქართველო
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს. 02.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-02T10:53+0400
2025-09-02T10:53+0400
2025-09-02T10:53+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_07b8dc35055f4268cad1ebaadf5ea108.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესიას 2 სექტემბერს პლენარული სხდომით გახსნის.პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში - 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება საკომიტეტო სხდომები ჩატარდეს.„თუ საჭირო იქნება პლენარული სხდომა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიმართოს, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლენარული სხდომები სექტემბრის თვეში არ გაიმართება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, პერსონალურ საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობად მიღება და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევა. გარდა ამისა, პარლამენტი გადაწყვეტილებას პარტია „გახარია საქართველოსთვის" მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც მიიღებს.პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. დასკვნა 430-გვერდიანია და კომისიის თავმჯდომარევ თეა წულუკიანის განცხადებით, „მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ". პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას დადგენილების სახით მიიღებს და მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288657784_107:0:1812:1279_1920x0_80_0_0_8f7ff85f318310b0d654541510f511cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს.
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესიას 2 სექტემბერს პლენარული სხდომით გახსნის.
პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე კვირაში - 2 და 3 სექტემბერს ორ პლენარულ სხდომას გამართავს და ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე პლენარული სხდომების მხრივ ერთთვიან პაუზას აიღებს.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება საკომიტეტო სხდომები ჩატარდეს.
„თუ საჭირო იქნება პლენარული სხდომა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაიმართოს, თუმცა იმისთვის, რომ კოლეგებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ, პლენარული სხდომები სექტემბრის თვეში არ გაიმართება“, - განაცხადა
პაპუაშვილმა.
საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, პერსონალურ საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმობა. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის ცნობად მიღება და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევა. გარდა ამისა, პარლამენტი გადაწყვეტილებას პარტია „გახარია საქართველოსთვის" მანდატშეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხზეც მიიღებს.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება. დასკვნა 430-გვერდიანია და კომისიის თავმჯდომარევ თეა წულუკიანის განცხადებით, „მასში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელ დღემდე ჩადიოდნენ".
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას დადგენილების სახით მიიღებს და მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნება.