„მაგთიკომი" ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს გაუზრდის

© photo: Sputnik / Stringerკლავიატურა
კლავიატურა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2025
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ-საქმიანობა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი" 8 სექტემბრიდან საკუთარ აბონენტებს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს ფასის ცვლილების ფარეშე გაუზრდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება, რომლებიც „მაგთის" აბონენტები არიან.
„8 სექტემბრიდან Magti აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ავტომატურად გაუზრდის ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე", - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ-საქმიანობა.
„მაგთიკომისთვის" მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ „მაგთის" ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შპს MagtiCom, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დაარსდა, როგორც მობილური ოპერატორი, კომერციული საქმიანობას 1997 წლის სექტემბერში შეუდგა. „მაგთიკომი" ეკუთვნის ამერიკულ კომპანიებს: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
ყველა ახალი ამბავი
0