https://sputnik-georgia.com/20250901/siaxleebi-romlebic-1-seqtembridan-amoqmedda-294738537.html
სიახლეები, რომლებიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა
სიახლეები, რომლებიც 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ერთდროულად რამდენიმე სიახლე ამოქმედდა - IT-სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ახალი კატეგორიის... 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T20:12+0400
2025-09-01T20:12+0400
2025-09-01T20:12+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
აწარმოე საქართველოში
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_d5eb8cf4fd2f1aa19e5452749b37d649.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ერთდროულად რამდენიმე სიახლე ამოქმედდა - IT-სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ახალი კატეგორიის დროებითი ბინადრობის ნებართვის და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დაწყებული, რიგ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების დანერგვით დამთავრებული.საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“კანონში ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ნერგავს.პარლამენტმა ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 15 ივნისს მიიღო. ბინადრობის ნებართვის მისაღებად IT-სფეროში დასაქმებული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების რეესტრში, ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.IT სფეროში დასაქმებული პირების გარდა, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას მათი ოჯახის წევრებსაც მიანიჭებენ.დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედება შეწყდება, თუ ამ ნებართვის მქონე პირი 12 თვიდან 183 დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ იმყოფებოდა ქვეყანაში.თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება დაიწყო.თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. პაციენტები მიიღებენ ძვირადღირებულ პრეპარატ „აქტემრას“. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ითძალაში შევიდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი ელემენტები. გაიზარდა ქალი-მეწარმეებისთვის გრანტების მოცულობა, გაიზარდა სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსება (2 პროცენტული პუნქტით), დაემატა გრანტის კომპონენტები მაღალმთიანი, აგრო და მწვანე ტურიზმისთვის.უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება ბაკალავრის ცალკეული პროგრამებისთვის.„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველ სტუდენტებზე 2025 წლის 1 აგვისტოდან გავრცელდება.აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028538_217:0:2886:2002_1920x0_80_0_0_b297f879cb263e81f3b0909735dddeda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, აწარმოე საქართველოში, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, აწარმოე საქართველოში, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან ერთდროულად რამდენიმე სიახლე ამოქმედდა - IT-სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ახალი კატეგორიის დროებითი ბინადრობის ნებართვის და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დაწყებული, რიგ საგანმანათლებლო პროგრამებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების დანერგვით დამთავრებული.
საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“კანონში ცვლილებები ამოქმედდა, რომელიც IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ნერგავს.
პარლამენტმა ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით 15 ივნისს მიიღო. ბინადრობის ნებართვის მისაღებად IT-სფეროში დასაქმებული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტების რეესტრში, ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.
IT სფეროში დასაქმებული პირების გარდა, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვას მათი ოჯახის წევრებსაც მიანიჭებენ.
დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედება შეწყდება, თუ ამ ნებართვის მქონე პირი 12 თვიდან 183 დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ იმყოფებოდა ქვეყანაში.
თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება დაიწყო.
თბილისის მერიის აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე, თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ქულა DAS28 ინდექსით არის 3.2 ან მასზე მეტია. პაციენტები მიიღებენ ძვირადღირებულ პრეპარატ „აქტემრას“.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, 100%-ით, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით
ძალაში შევიდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი ელემენტები. გაიზარდა ქალი-მეწარმეებისთვის გრანტების მოცულობა, გაიზარდა სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსება (2 პროცენტული პუნქტით), დაემატა გრანტის კომპონენტები მაღალმთიანი, აგრო და მწვანე ტურიზმისთვის.
უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება ბაკალავრის ცალკეული პროგრამებისთვის.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის მსურველ სტუდენტებზე 2025 წლის 1 აგვისტოდან გავრცელდება.
აღნიშნულ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სავალდებულო იქნება ქართული ენის სპეციალური კურსის გავლა.