https://sputnik-georgia.com/20250901/saqartvelos-ekonomika-vitardeba-cincadze-294731714.html
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკა ყველაფრის მიუხედავად ვითარდება
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკა ყველაფრის მიუხედავად ვითარდება
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელს უწყობს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური... 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T13:00+0400
2025-09-01T13:00+0400
2025-09-01T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქსტატი
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_0:189:3304:2048_1920x0_80_0_0_de2bba5582a0838a4621eac41e23e53f.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5% შეადგინა.მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელს უწყობს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.„ჩვენი მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ისე ევროპის, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც, საშუალო,დ 5,4%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ცინცაძემ.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ხელოვნების, გართობა-დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა.კლება დაფიქსირდა სამრეწველო და სამშენებლო სექტორებში.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283818372_990:312:3304:2048_1920x0_80_0_0_8872f6d004d38de4716a35a916ed0c05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქსტატი, სტატისტიკა, ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველოს ეკონომიკა ყველაფრის მიუხედავად ვითარდება
მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელს უწყობს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2025 წლის ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,5% შეადგინა.
„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, განაგრძობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებით განვითარებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის გონივრულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის ეკონომიკის მედეგობას“, – განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკურ ზრდას ასევე ხელს უწყობს საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.
„ჩვენი მოლოდინით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ისე ევროპის, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც, საშუალო,დ 5,4%-ს შეადგენს“, – აღნიშნა ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის ივლისში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ხელოვნების, გართობა-დასვენებისა და ვაჭრობის სექტორებმა.
კლება დაფიქსირდა სამრეწველო და სამშენებლო სექტორებში.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.