მუხიანში თხევადი აირის გადამზიდ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო-სამაშველო ბრიგადა
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2025
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მუხიანში თხევადი აირის გადამზიდ ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „მთავარი არხი".
შემთხვევა ნოზაძის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად თხევადი აირის გადამზიდი ცისტერნა და სატუმბი მანქანა დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ყველა ახალი ამბავი
0