https://sputnik-georgia.com/20250901/mewyeri-xaragaulshi-ra-vitarebaa-adgilze-294732725.html
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
Sputnik საქართველო
ხარაგაულის მერის ინფორმაციით, მეწრული პროცესების მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული. 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T14:09+0400
2025-09-01T14:09+0400
2025-09-01T14:09+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_0:29:550:338_1920x0_80_0_0_93bfc92c95e1f0e21ac01077bfeba4d2.png
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია. 24 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. მისი თქმით, მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილია სწრაფი რეაგირების შტაბი, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.ხარაგაულის მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება. პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/05/293184161_31:0:519:366_1920x0_80_0_0_c4a37f9855f8fbc41ca064e05243c05a.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
ხარაგაულის მერის ინფორმაციით, მეწრული პროცესების მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. ხარაგაულში, მდინარე ყარნებას ხეობაში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი დაგუბებების აღმოფხვრისა და მდინარის კალაპოტის გახსნის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
24 აგვისტოს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის დადაბლება. მიწის მასა ისე ნაწილდება, რომ წყლის დონის მომატებისას თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკების წარმოქმნა“, - განაცხადა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილია სწრაფი რეაგირების შტაბი, პროცესის მართვაში ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად არის ჩართული.
„რკინიგზის დეპარტამენტმა უკვე გაწმინდა მდინარე ყარნებას კალაპოტი, ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამასთან, ტერიტორიაზე სამაშველო სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს, პროცესში აქტიურად არიან ჩართული საპატრულო პოლიცია და მერიის წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას,“- განაცხადა ლურსმანაშვილმა.
ხარაგაულის მერიაში ასევე აღნიშნეს, რომ დამეწყრილ ზონაში სამუშაოები სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება, რათა რისკების მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.
პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.