https://sputnik-georgia.com/20250901/jikichma-saberznettan-wagebis-mizezi-ganmarta-294735934.html
ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ - ალექსანდრ ჯიკიჩმა საბერძნეთთან წაგების მიზეზი განმარტა
ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ - ალექსანდრ ჯიკიჩმა საბერძნეთთან წაგების მიზეზი განმარტა
Sputnik საქართველო
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს. 01.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-01T19:39+0400
2025-09-01T19:39+0400
2025-09-01T19:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073960_0:50:960:590_1920x0_80_0_0_5d2358c25a07d41b865ec7dd9798f17f.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი ჰქონდა: ბოლომდე ბრძოლა და მთელი ძალების ამ მატჩზე დახარჯვა, ან კვიპროსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მომავალ მატჩებზე კონცენტრირება, განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის „ევრობასკეტზე" ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი C ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან გამართა და ანგარიშით 53:94 დამარცხდა. სამი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი წაგება და ერთი გამარჯვება.მისი თქმით, თამაში უსიამოვნო საყურებელი იყო და მისთვის გულშემატკივრების რეაქცია გასაგებია.„არც მე მომწონს და არც ჩემს კალათბურთელებს, მაგრამ ეს გზა ავირჩიეთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთთან ძალების 100%-ით კონცენტრირება არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ გავიმარჯვებდით. გავუფრთხილდით ჩვენი მოთამაშეების ენერგიას, მოვერიდეთ ტრავმებს. დავისვენებთ და მოვემზადებით ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან მატჩებისთვის“, - განაცხადა ჯიკიჩმა.საქართველოს ეროვნული ნაკრების დარჩენილი მატჩები (თბილისის დროით):2 სექტემბერი, 19:15კვიპროსი - საქართველო4 სექტემბერი, 16:00საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291073960_54:0:907:640_1920x0_80_0_0_c6adc4451dcec2487c47a715588c0cc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, საზოგადოება
ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ - ალექსანდრ ჯიკიჩმა საბერძნეთთან წაგების მიზეზი განმარტა
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი ჰქონდა: ბოლომდე ბრძოლა და მთელი ძალების ამ მატჩზე დახარჯვა, ან კვიპროსთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მომავალ მატჩებზე კონცენტრირება, განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის „ევრობასკეტზე" ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი C ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან გამართა და ანგარიშით 53:94 დამარცხდა. სამი შეხვედრის შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს 4 ქულა აქვს - ორი წაგება და ერთი გამარჯვება.
„მატჩის წინ ასარჩევად ორი ვარიანტი გვქონდა: ან საბერძნეთთან ბოლომდე გვებრძოლა და მთელი ენერგია ჩაგვედო, ან გვეფიქრა ჯანმრთელობაზე, ენერგიის დაზოგვაზე და აქცენტი გადაგვეტანა ბოლო ორი მატჩის მოგებაზე (ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან). მე მეორე გზა ავირჩიე", - განაცხადა ჯიკიჩმა.
მისი თქმით, თამაში უსიამოვნო საყურებელი იყო და მისთვის გულშემატკივრების რეაქცია გასაგებია.
„არც მე მომწონს და არც ჩემს კალათბურთელებს, მაგრამ ეს გზა ავირჩიეთ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთთან ძალების 100%-ით კონცენტრირება არ იძლეოდა იმის გარანტიას, რომ გავიმარჯვებდით. გავუფრთხილდით ჩვენი მოთამაშეების ენერგიას, მოვერიდეთ ტრავმებს. დავისვენებთ და მოვემზადებით ბოსნია და ჰერცეგოვინასა და კვიპროსთან მატჩებისთვის“, - განაცხადა ჯიკიჩმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების დარჩენილი მატჩები (თბილისის დროით):
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი მასპინძლობს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ტარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
„ევრობასკეტი 2025"-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მონაწილეობს. პლეი-ოფის საგზურს ყოველი ჯგუფის ექვსიდან ოთხი გუნდი მიიღებს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები „ევრობასკეტზე“ ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობს. „ევრობასკეტი 2025“ 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.