https://sputnik-georgia.com/20250830/ramdeni-gamoimushava-qaris-eleqtrosadgurma-294713921.html
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში... 30.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-30T11:56+0400
2025-08-30T11:56+0400
2025-08-30T11:56+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_8a793d8d21836f158ed628a2fcf18c81.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2025 წლის იანვარ-ივლისში 48,50 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 8,7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1 მლრდ კვტ/სთ.ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ მოიხმარა 14,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2023 წლის მონაცემებზე 5,1%-ით მეტია.2024 წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2023 წლის მონაცემზე 1,1%-ით ნაკლებია.გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 11,3 მილიარდი კილოვატ საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი კილოვატ საათი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0d/293744847_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_d8d21585102d6634b420e6685c5baa28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ენერგეტიკა
რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა
საქართველოს მთავრობა განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების დაჩქარებას გეგმავს, რისთვისაც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას დაიწყებს.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2025 წლის იანვარ-ივლისში 48,50 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 8,7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1 მლრდ კვტ/სთ.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ მოიხმარა 14,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2023 წლის მონაცემებზე 5,1%-ით მეტია.
2024 წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2023 წლის მონაცემზე 1,1%-ით ნაკლებია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 11,3 მილიარდი კილოვატ საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი კილოვატ საათი.