რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ხანძრებს საქართველოში წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Stringer ძლიერი ხანძარი თბილისში
 ძლიერი ხანძარი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2025
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში სულ დაფიქსირდა 7.740 ხანძარი, დაიწვა 299 შენობა.
თბილისი,30 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში ხანძრის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
რაც შეეხება დაშავებულებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში მათმა რაოდენობამ 92 ადამიანი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში სულ დაფიქსირდა 7.740 ხანძარი, დაიწვა 299 შენობა.
ხანძრების პიკი საქართველოში 2017 წელს იყო. მაშინ ქვეყანაში დაფიქსირდა 15.222 ხანძარი, დაიღუპა 79 ადამიანი და დაიწვა 543 შენობა.
ყველა ახალი ამბავი
0