https://sputnik-georgia.com/20250830/evrobasketi-2025-saqartvelos-nakrebi-italiastan-damarcxda-294720074.html
ევრობასკეტი-2025: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
ევრობასკეტი-2025: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, იტალიის გუნდში 15 ქულა სალიუ ნიანგმა მოაგროვა. 30.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-30T20:55+0400
2025-08-30T20:55+0400
2025-08-30T20:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_0:67:1200:742_1920x0_80_0_0_078782f59c8b1cdeff996e08087d1fc9.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik.საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი იტალიასთან გამართა და 62:78 დამარცხდა.მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა – 32:32.მეორე ტაიმში უპირატესობა იტალიის მხარეს გადავიდა.გადამწყვეტი უპირატესობა იტალიამ მესამე მეოთხედის შუაში მოიპოვა, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ სამ წუთში საქართველომ ქულა ვერ აიღო, როცა იტალიამ 10 ქულა მოაგროვა.ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, 13 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 9 ქულა – კამარ ბოლდუინს, 8 – დუდა სანაძეს, 7 – ბექა ბურჯანაძეს, 3 – რატი ანდრონიკაშვილს. იტალიის გუნდში 15 ქულა სალიუ ნიანგმა მოაგროვა.მატჩის ბოლოს თორნიკე შენგელიამ მსაჯების გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტა, რის გამოც მოედანი დაატოვებინეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში მსაჯების გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე. ამაზე ისაუბრა ალექსანდრ ჯიკიჩმა:შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია, მომდევნო მატჩს ევრობასკეტზე 31 აგვისტოს საბერძნეთთან ჩავატარებთ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):31 აგვისტო, 16:00საქართველო - საბერძნეთი2 სექტემბერი, 19:15კვიპროსი - საქართველო4 სექტემბერი, 16:00საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6 გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_61:0:1140:809_1920x0_80_0_0_15d7a77e373741a194c24204d4c74714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ევრობასკეტი-2025: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, იტალიის გუნდში 15 ქულა სალიუ ნიანგმა მოაგროვა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik.საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი იტალიასთან გამართა და 62:78 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა – 32:32.
მეორე ტაიმში უპირატესობა იტალიის მხარეს გადავიდა.
გადამწყვეტი უპირატესობა იტალიამ მესამე მეოთხედის შუაში მოიპოვა, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ სამ წუთში საქართველომ ქულა ვერ აიღო, როცა იტალიამ 10 ქულა მოაგროვა.
ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების რიგებში 22 ქულით გოგა ბითაძე იყო, 13 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, 9 ქულა – კამარ ბოლდუინს, 8 – დუდა სანაძეს, 7 – ბექა ბურჯანაძეს, 3 – რატი ანდრონიკაშვილს. იტალიის გუნდში 15 ქულა სალიუ ნიანგმა მოაგროვა.
მატჩის ბოლოს თორნიკე შენგელიამ მსაჯების გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტა, რის გამოც მოედანი დაატოვებინეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნის საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მესამე პერიოდის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში მსაჯების გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მატჩის შედეგზე. ამაზე ისაუბრა ალექსანდრ ჯიკიჩმა:
„ორი სხვადასხვა ტაიმი ვითამაშეთ. ვიბრძოლეთ, ვეცადეთ, გვეპასუხა ყოველივე იმისთვის, რაც მოედანზე ხდებოდა… ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როგორ მოექცნენ ჩვენს წინა ხაზის კალათბურთელებს. საწყისი ორი მატჩის შემდეგ თითო მოგება-წაგება გვაქვს. ვიცით ჩვენი მიზანი და მისი მიღწევისთვის მოედანზე ყველაფერს დავდებთ“.
შედეგად, ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია, მომდევნო მატჩს ევრობასკეტზე 31 აგვისტოს საბერძნეთთან ჩავატარებთ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6 გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.