https://sputnik-georgia.com/20250830/bankebshi-depozitis-moculoba-gaizarda-294714356.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,78% შეადგინა. 30.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-30T14:11+0400
2025-08-30T14:11+0400
2025-08-30T14:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_f08fb0a36b99e0b9076ba8dfa52279fa.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 61,96 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,19 მლრდ ლარით ანუ 1,96%-ით მეტია 1-ელი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552,94 მლნ ლარით, ანუ 1,92%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 637,65 მლნ ლარით, ანუ 1,99%-ით.სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 50,33% შეადგინა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივლისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,55% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,59%.ივლისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830194_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ad066d82026bddf6e43fcae75557fa2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,78% შეადგინა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით 61,96 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,19 მლრდ ლარით ანუ 1,96%-ით მეტია 1-ელი ივლისისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 552,94 მლნ ლარით, ანუ 1,92%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 637,65 მლნ ლარით, ანუ 1,99%-ით.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 50,33% შეადგინა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია 1 ივლისისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,78% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9,55% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,59%.
ივლისის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.