https://sputnik-georgia.com/20250829/rogor-sheicval-pasebi-samrewvelo-produqciaze-294698888.html
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით გაიზარდა. 29.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-29T09:45+0400
2025-08-29T09:45+0400
2025-08-29T09:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167956_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1ae8a312dfc7689ee9067789b74b5916.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 3,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,9%-ით.2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით გაიზარდა.ადგილობრივი წარმოებაშიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა.ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 2,7%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 2,6%-ით გაიზარდა.ექსპორტი და იმპორტიექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 1,3%-ით.საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 2,6%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,3%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 10,6%-ით.სამომხმარებლო ფასებიწლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის ივლისში 4,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/02/290167956_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_dabb7232a7c5c012de42c86438391280.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა
2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით გაიზარდა.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 3,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,9%-ით.
2025 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,02%-ით გაიზარდა.
შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა.
ამასთან სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები შემცირდა 2,7%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში კი 2,6%-ით გაიზარდა.
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ივლისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,2%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 1,3%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 2,6%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 3,3%-ით გაძვირდა, მათ შორის საკვები პროდუქტები - 10,6%-ით.
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის ივლისში 4,3% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა.