https://sputnik-georgia.com/20250829/ramdeni-eleqtroenergia-moixmares-saqartveloshi-294702124.html
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით... 29.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-29T17:44+0400
2025-08-29T17:44+0400
2025-08-29T17:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_0:112:2001:1237_1920x0_80_0_0_84978daf22270ab5d847984d602cf6c6.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 48,5 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 49,7%-ით 2024 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით და 495,04 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ რუსეთში 7,15 კვტ/სთ გაიტანა, აზერბაიჯანში - 34,3 მლნ კვტ/სთ, სომხეთში - 52,41 მლნ კვტ/სთ და 401,18 კვტ/სთ თურქეთში.გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-ივლისში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+115,7%) – 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 57,8% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 580,16 მლნ კვტ/სთ, 35,6% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 356,63 მლნ კვტ/სთ, ხოლო 6,4% სომხეთიდან - 65,60 მლნ კვტ/სთ.2025 წლის იანვარ-ივლისში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/96/238819654_100:0:1899:1349_1920x0_80_0_0_83fd6a3d85fe5aeb5add941bde2ae18a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1%-ით გაიზარდა და 8,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 48,5 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 49,7%-ით 2024 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით და 495,04 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ რუსეთში 7,15 კვტ/სთ გაიტანა, აზერბაიჯანში - 34,3 მლნ კვტ/სთ, სომხეთში - 52,41 მლნ კვტ/სთ და 401,18 კვტ/სთ თურქეთში.
გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-ივლისში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+115,7%) – 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 57,8% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 580,16 მლნ კვტ/სთ, 35,6% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 356,63 მლნ კვტ/სთ, ხოლო 6,4% სომხეთიდან - 65,60 მლნ კვტ/სთ.
2025 წლის იანვარ-ივლისში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.