https://sputnik-georgia.com/20250828/prokuraturas-enjeoebis-angarisebi-mati-saqmianobistvis-ar-dauyadarebia-volski-294690038.html
პროკურატურას „ენჯეოების“ ანგარიშები მათი საქმიანობისთვის არ დაუყადაღებია - ვოლსკი
პროკურატურას „ენჯეოების“ ანგარიშები მათი საქმიანობისთვის არ დაუყადაღებია - ვოლსკი
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს... 28.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-28T10:49+0400
2025-08-28T10:49+0400
2025-08-28T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს პროკურატურა
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_638174af72ed5ecab943daba2862415f.jpg
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა არა მათი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი გასცდნენ თავიანთ წესდებას და საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო.„საქართველოში ქალთა უფლებები უნდა დაიცვა და შეიძლება, რუსთაველის გამზირზე დგომისას არაკორექტული სიტყვებიც გამოიყენო, რაც ქალთა უფლებებს შეურაცხყოფს, მაგრამ თანხები რადიკალური ქმედებების დაფინანსებისთვის რომ გამოიყენო, ეს პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა არ არის. პროკურატურა იმ საკითხს იხილავს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.საუბარია შემდეგ „ენჯეოებზე“:პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოიყენებოდა ისეთი აღჭურვილობისთვის, როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები, ხელკეტები და სხვა საშუალებები. ამ ყველაფერს აქციების მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებების დროს 2024 წლის აქციების პერიოდში.ასევე, გამომძიებლების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები იხდიდნენ ჯარიმებს სამართალდამრღვევების ნაცვლად, ადვოკატის მომსახურებას და ხარჯავდნენ თანხებს სხვა პირად ან ორგანიზაციულ საკითხებზე.პროკურატურის თქმით, მათი კოორდინირებული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დასუსტებას და მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას ისახავდა მიზნად.საპროტესტო აქციებისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511619_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_e616c2bf4b89cc5fb104718de83d6b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პროკურატურა, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს პროკურატურა, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
პროკურატურას „ენჯეოების“ ანგარიშები მათი საქმიანობისთვის არ დაუყადაღებია - ვოლსკი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღა არა მათი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი გასცდნენ თავიანთ წესდებას და საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადო.
„საქართველოში ქალთა უფლებები უნდა დაიცვა და შეიძლება, რუსთაველის გამზირზე დგომისას არაკორექტული სიტყვებიც გამოიყენო, რაც ქალთა უფლებებს შეურაცხყოფს, მაგრამ თანხები რადიკალური ქმედებების დაფინანსებისთვის რომ გამოიყენო, ეს პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი თემა არ არის. პროკურატურა იმ საკითხს იხილავს, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საუბარია შემდეგ „ენჯეოებზე“:
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული ორგანიზაციების მიზნობრივი ფინანსები გამოიყენებოდა ისეთი აღჭურვილობისთვის, როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები, ხელკეტები და სხვა საშუალებები. ამ ყველაფერს აქციების მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი შეტაკებების დროს 2024 წლის აქციების პერიოდში.
ასევე, გამომძიებლების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები იხდიდნენ ჯარიმებს სამართალდამრღვევების ნაცვლად, ადვოკატის მომსახურებას და ხარჯავდნენ თანხებს სხვა პირად ან ორგანიზაციულ საკითხებზე.
პროკურატურის თქმით, მათი კოორდინირებული ქმედებები სამართალდამცავი ორგანოების დასუსტებას და მათი ნორმალური ფუნქციონირების დარღვევას ისახავდა მიზნად.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.