https://sputnik-georgia.com/20250827/tbilisis-sazrvrebis-armnisvneli-abrebis-dizainis-sesaqmnelad-konkursi-gamocxadda-294683989.html
თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
Sputnik საქართველო
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი. 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T18:11+0400
2025-08-27T18:11+0400
2025-08-27T18:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/74/248247417_0:2:1373:774_1920x0_80_0_0_dbf8ac91fed078a68d97001085cf1956.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე კონკურსი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა. მერიის ცნობით, თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა. ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი. რამდენიმე თვის წინ თბილისში არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია ( მცხეთის, კახეთის, რუსთავის და მარნეულის შემოსასვლელები), სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. როგორც მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/74/248247417_171:0:1203:774_1920x0_80_0_0_c9cb91517afe10ac87c775447de3f64d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება
თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე კონკურსი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა.
მერიის ცნობით, თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის
tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა.
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი.
რამდენიმე თვის წინ თბილისში არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია ( მცხეთის, კახეთის, რუსთავის და მარნეულის შემოსასვლელები), სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. როგორც მანამდე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული.