მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა მინესოტას კათოლიკურ სკოლაში: არიან დაღუპულები

© AP Photo / Bruce Kluckhohnპოლიცია მინეაპოლისში, კათოლიკურ სკოლასთან
პოლიცია მინეაპოლისში, კათოლიკურ სკოლასთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2025
გამოწერა
პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ორი ბავშვი დაიღუპა და 14 დაიჭრა აშშ-ის მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად, განაცხადა ქალაქის პოლიციის უფროსმა ბრაიან ო’ჰარამ.
„დაიღუპა ორი ბავშვი, რვა და ათი წლის, დაიჭრა 17 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი“, - განუცხადა ო’ჰარამ ჟურნალისტებს, როდესაც მისი გამოსვლა ამერიკულ ტელეარხებით გადაიცემოდა.
ო’ჰარას თქმით, თავდამსხმელმა გარედან, ეკლესიის ფანჯრიდან გაისროლა. მსროლელმა, 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა, თავი მოიკლა.
პოლიციის წარმომადგენელმა დასძინა, რომ სავარაუდო დამნაშავეს არ ჰქონდა კრიმინალური წარსული. ასევე უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი სკოლასთან. მსროლელს თან ჰქონდა შაშხანა, საფანტის თოფი და პისტოლეტი და ის ყველა ამ იარაღიდან ისროდა.
ყველა ახალი ამბავი
0