საქართველოდან სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები უკანონოდ გაჰქონდათ

© photo: Ministry of Finance of Georgia / FB„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუქნტი
„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუქნტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2025
გამოწერა
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" გავლით საქართველოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა მსუბუქი ავტომანქანა, რომლის სპეციალურად მოწყობილ სამალავებში სხვადასხვა დასახელების ვეტერინარული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 36 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19, 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0