მეტროსადგურ „მარჯანიშვილსა" და „ახმეტელის თეატრში" მეორე ამოსასვლელები მოეწყობა - კალაძე

© Sputnik / Alex Shlamovმეტრო
მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2025
გამოწერა
დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგურ „მარჯანიშვილსა" და „ახმეტელის თეატრში" მეორე ამოსასვლელები მოეწყობა, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.
„დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერის განმარტებით, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობისთვის ამჟამად დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0