https://sputnik-georgia.com/20250827/fermerebi-simindis-uxv-da-xarisxian-mosavals-elodebian-294684564.html
ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
Sputnik საქართველო
სააგენტოს განმარტებით, სასიმინდე ფართობების ფაროსანაზე ინტენსიურად დამუშავება თვალსაჩინოდ აისახა მოსავალზე. 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T18:56+0400
2025-08-27T18:56+0400
2025-08-27T18:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზიური ფაროსანა
სურსათის ეროვნული სააგენტო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/84/236858441_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_132557ebf9205ec0d02fc707edb399d4.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წელს ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტო სასიმინდე ფართობების დამუშავებას ინტენსიურად ახორციელებს, რაც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ აისახა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს. კერძოდ, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები და მავნებლის დამჭერი „მონიტორინგის ხაფანგები". ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება, აცხადებენ სააგენტოში.ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 ათას ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად - 58 ათას ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი. თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170.390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 100 ათასზე მეტი მოიზიდე და გაანადგურე" სადგური და 8 ათასზე მეტი "მონიტორინგის ხაფანგი" განათავსეს. საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23685/84/236858441_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_835252e2eb1ea58adbfa642e83c7f7e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
ახალი ამბები, საქართველო, აზიური ფაროსანა, სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს სოფლის მეურნეობა – 2018
ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან
სააგენტოს განმარტებით, სასიმინდე ფართობების ფაროსანაზე ინტენსიურად დამუშავება თვალსაჩინოდ აისახა მოსავალზე.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მიმდინარე წელს ფერმერები სიმინდის უხვ და ხარისხიან მოსავალს ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სააგენტო სასიმინდე ფართობების დამუშავებას ინტენსიურად ახორციელებს, რაც ბოლო წლებში თვალსაჩინოდ აისახა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს რამდენიმე ეტაპად ატარებს.
კერძოდ, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარედ და სოფლის პერიმეტრებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები და მავნებლის დამჭერი „მონიტორინგის ხაფანგები".
ჯაგნარები, სასიმინდე ფართობები და მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება, აცხადებენ სააგენტოში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია 25 ათას ჰა-მდე სასიმინდე ფართობი, ხოლო ჯამურად - 58 ათას ჰა-მდე ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი.
თერმული ნისლით კი ამ ეტაპისთვის 170.390 ჰა ფართობია დამუშავებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით, 100 ათასზე მეტი მოიზიდე და გაანადგურე" სადგური და 8 ათასზე მეტი "მონიტორინგის ხაფანგი" განათავსეს.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მას შემდეგ აზიურ ფაროსანას აქტიურად ებრძვიან. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. მასიური გავრცელების შემთხვევაში აზიურ ფაროსანას, იგივე აზიურ ბაღლინჯოს შეუძლია ვაშლის, ატმის, ყურძნის, მარწყვის კულტურებისა და თხილის მოსავლის 70%-ის განადგურება. ადამიანისთვის აზიური ფაროსანა საშიშროებას არ წარმოადგენს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.