https://sputnik-georgia.com/20250827/davit-sonrulasvili-saqartvelosi-koreis-elcs-sexvda-294687268.html
დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Sputnik საქართველო
კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და... 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T21:06+0400
2025-08-27T21:06+0400
2025-08-27T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამხრეთი კორეა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_bce5f4ca55099acef774b9c8a9400f3f.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით.კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის.ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან".
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264906890_0:0:2661:1996_1920x0_80_0_0_bfab2be79a9702928c1636d2525c2dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დავით სონღულაშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰიონდუ კიმს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა ისაუბრა ქვეყნებს შორის მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ და ყურადღება დაცული ტერიტორიების მიმართულებით ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, კორეის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - დაცული ტერიტორიების, კლიმატის ცვლილების შერბილების, წყლის რესურსებისა და კრიზისების ეფექტიანი მართვის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე საექსპორტო პოტენციალის მქონე სასურსათო პროდუქტებზე ისაუბრეს. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ქართული ღვინო, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები საექსპორტო რესურსის მქონე მნიშვნელოვან პროდუქტებს წარმოადგენს. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტიულობის საკითხზე.
კორეის ელჩის განცხადებით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური და წარმატებულია, შესაბამისად, მზადაა როგორც გამოცდილების გაზიარების ასევე, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში.
კორეის რესპუბლიკა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი სასოფლო სამეურნეო პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები და წვენები, თხილი და ასევე სხვადასხვა ინდუსტრიული პროდუქციისთვის.
ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველია და ფარავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, შესაბამისად მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ეკონომიკის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ასევე წარმომადგენლები ეროვნული ბანკის, საჯარო შესყიდვების, კონკურენციის სააგენტოს და „საქპატენტიდან".