https://sputnik-georgia.com/20250827/cnobilia-tbilisis-merobis-kidev-erti-kandidati-gircma-iago-xvicia-waradgina-294683413.html
ცნობილია თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი: პარტია „გირჩმა“ იაგო ხვიჩია წარადგინა
ცნობილია თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი: პარტია „გირჩმა“ იაგო ხვიჩია წარადგინა
Sputnik საქართველო
ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია მზადყოფნას აცხადებს, ითანამშრომლოს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T16:48+0400
2025-08-27T16:48+0400
2025-08-27T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283237_62:135:960:640_1920x0_80_0_0_b791421230ecff2f0ea1806714a0d90d.jpg
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა.თბილისის მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - კახა კალაძე, „ლელომ“ და გახარია საქართველოსთვის“ - ირაკლი კუპრაძე, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (ალტ-ინფო) - ზურა მახარაძე.პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ოპონენტებს შურისძიებით არ ემუქრება.„ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას.გარდა ამისა, „გირჩის“ კიდევ ერთმა ლიდერმა დაასახელა თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.იაგო ხვიჩიას მერად არჩევის შემთხვევაში, ვიცე-მერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. „გირჩი“ 36-ე ნომრად მიიღებს მონაწილეობას.პარტია „გირჩი“2020 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორად გაიყო. მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, პარტია დატოვა და დაარსა ახალი, უფრო რადიკალური პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და პარლამენტის კედლების მიღმა დარჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/05/288283237_162:135:835:640_1920x0_80_0_0_7db19e6f344be51be118565f6de7c6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თვითმმართველობის არჩევნები, ქართული ოპოზიცია
ცნობილია თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი: პარტია „გირჩმა“ იაგო ხვიჩია წარადგინა
ლიბერტარიანული პარტიის ლიდერი იაგო ხვიჩია მზადყოფნას აცხადებს, ითანამშრომლოს საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინა.
თბილისის მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - კახა კალაძე, „ლელომ“ და გახარია საქართველოსთვის“ - ირაკლი კუპრაძე, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (ალტ-ინფო) - ზურა მახარაძე.
„ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც უნდა ამ ქალაქისგან მეგაპოლისი გამოვიდეს. ძირითადად პოლიტიკოსები „ჩალიჩობენ“ აქედან სოფელი გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, რომ თბილისი გავათავისუფლოთ ზედმეტი ტვირთისგან. გვინდა , რომ ამ ქალაქისგან არა სოფელი გამოვიდეს, არამედ ნიუ-იორკი. თბილისი უნდა იყოს კავკასიის ეკონომიკური ცენტრი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ოპონენტებს შურისძიებით არ ემუქრება.
„ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც ამბობს, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ სიტყვით გამოსვლისას.
გარდა ამისა, „გირჩის“ კიდევ ერთმა ლიდერმა დაასახელა თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: დათო ფანჯაკიძე, გიორგი გვენეტაძე, ეკა ონიანი.
იაგო ხვიჩიას მერად არჩევის შემთხვევაში, ვიცე-მერი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. „გირჩი“ 36-ე ნომრად მიიღებს მონაწილეობას.
პარტია „გირჩი“2020 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორად გაიყო. მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, პარტია დატოვა და დაარსა ახალი, უფრო რადიკალური პარტია - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „გირჩმა“ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და პარლამენტის კედლების მიღმა დარჩა.