https://sputnik-georgia.com/20250827/atasze-meti-miusafari-cxoveli-bunebriv-arealsi-daabrunes-294685089.html
ათასზე მეტი ცხოველი ბუნებრივ არეალში დააბრუნეს
ათასზე მეტი ცხოველი ბუნებრივ არეალში დააბრუნეს
Sputnik საქართველო
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. 27.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-27T19:39+0400
2025-08-27T19:39+0400
2025-08-27T19:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_239be28f6beb955fff69e58095316974.jpg
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. 29 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1280 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 1055 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 225 ცხოველს კი ბუნებრივ არეალში ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დააბრუნებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს ჩართულობისკენ. კერძოდ დატოვონ შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა მიმდინარე თვეს დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად. უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ. პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280782524_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_68d6353d038ad4a6c8cb0f56603af569.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, სურსათის ეროვნული სააგენტო
ათასზე მეტი ცხოველი ბუნებრივ არეალში დააბრუნეს
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. 29 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილი 1280 ცხოველიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლებმა ბუნებრივ არეალში 1055 დააბრუნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 225 ცხოველს კი ბუნებრივ არეალში ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ დააბრუნებენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს ჩართულობისკენ. კერძოდ დატოვონ შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა მიმდინარე თვეს დაიწყო. პროგრამა მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9 ათასი უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
უწყების ცნობით, პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.
პირველ ეტაპზე პროგრამა ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.
ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვ.