ყალბი მართვის მოწმობა 700 დოლარად: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2025
გამოწერა
დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ქართული მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი ქართული მართვის მოწმობა გაასაღა.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0