თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი იყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხანძარი სადგურის მოედანზე
ხანძარი სადგურის მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2025
გამოწერა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი".
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში მაღაზიები და საწყობებია განთავსებული. პირველადი ვერსიით, ადგილზე ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართავობის გამო გაჩნდა. ცეცხლი გვერდით მდებარე შენობაზეც გადავიდა. დამწვარია ათობით მაღაზია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა და ათობით მეხანძრე-მაშველი ადგილზე 4 საათის განმავლობაში მუშაობდა.
ყველა ახალი ამბავი
0