https://sputnik-georgia.com/20250826/saqartvelosi-mosaxleobis-arweris-monacemebis-damusaveba-grzeldeba-294674417.html
საქართველოში მოსახლეობის აღწერის მონაცემების დამუშავება გრძელდება
საქართველოში მოსახლეობის აღწერის მონაცემების დამუშავება გრძელდება
Sputnik საქართველო
ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არა უმეტეს 6,6 პროცენტს შეადგენენ 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T17:56+0400
2025-08-26T17:56+0400
2025-08-26T17:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
დემოგრაფია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276169203_0:83:2048:1235_1920x0_80_0_0_13952418dd61c0127010337b4198df2a.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აღწერის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3,9 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა 93,4% ქვეყნის მოქალაქეა, დანარჩენი კი უცხოელები არიან, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ ვებსაიტზე.საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქსტატმა გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია, აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ.წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი.აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღწერაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ვებგვერდზე ანკეტის შევსებით, ისე სახლში, „კარდაკარის“ თანამშრომლების კითხვებზე პასუხების გაცემით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276169203_92:416:1358:1366_1920x0_80_0_0_212cfe1d2b551dd2d88f83d77d9ebc98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, დემოგრაფია
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, დემოგრაფია
საქართველოში მოსახლეობის აღწერის მონაცემების დამუშავება გრძელდება
ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არა უმეტეს 6,6 პროცენტს შეადგენენ
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. აღწერის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3,9 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა 93,4% ქვეყნის მოქალაქეა, დანარჩენი კი უცხოელები არიან, ნათქვამია ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ ვებსაიტზე.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქსტატმა გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია, აღწერის შედეგების დამუშავების მიმდინარეობის შესახებ.
„წინასწარი მონაცემებით, აღწერის მომენტისთვის, მოსახლეობის რიცხოვნობიდან სულ მცირე 93,4 პროცენტი (3 მილიონ 657 ათასი) საქართველოს მოქალაქეა, ხოლო არა უმეტეს 6,6 პროცენტს - ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 მილიონ 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 მილიონ 78 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 მილიონ 836 ათასი (47 პროცენტი) - კაცი.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. აღწერაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელი იყო როგორც ვებგვერდზე ანკეტის შევსებით, ისე სახლში, „კარდაკარის“ თანამშრომლების კითხვებზე პასუხების გაცემით.