https://sputnik-georgia.com/20250826/ramdeni-kerzo-kompania-mzadaa-caertos-rtvelsi-axali-monacemebi-294673654.html
რამდენი კერძო კომპანია მზადაა ჩაერთოს რთველში - ახალი მონაცემები
რამდენი კერძო კომპანია მზადაა ჩაერთოს რთველში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T15:48+0400
2025-08-26T15:48+0400
2025-08-26T15:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0d/289872587_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_f524e062123bf0325f4d655190d4f4e6.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რთველის საკოორდინაციო შტაბში 26 აგვისტოს მდგომარეობით უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. რთველის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს. შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0d/289872587_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_cf38271ae52e0c05284ac13669775f4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ღვინის ეროვნული სააგენტო
რამდენი კერძო კომპანია მზადაა ჩაერთოს რთველში - ახალი მონაცემები
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. რთველის საკოორდინაციო შტაბში 26 აგვისტოს მდგომარეობით უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.
„გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში საბოლოო ჯამში ჩართული იქნება 400-მდე ღვინის საწარმო. საკოორდინაციო შტაბი სრულ მზადყოფნაშია, რთველი ჩატარდეს წარმატებით და ყველა მევენახემ შეძლოს მოსავლის სრულად, შეუფერხებლად დაბინავება", – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
შესყიდვის ფასები განისაზღვრა შემდეგნაირად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენი – 1,50 ლარი; "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართული სხვა საღვინე ჯიშები – 1,20 ლარი; არაკონდიციური ყურძენი, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს – 1,00 ლარი; დაზიანებული/დაავადებული ყურძენი – 1,00 ლარი.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათასი ტონის ფარგლებშია - რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად.
მიმდინარე წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული "მოსავლის მართვის კომპანია" 50 მლნ ლარის ღირებულების ყურძენს შეისყიდის. პარალელურად გაგრძელდება შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ღვინის კომპანიებს შეუძლიათ საბრუნავი კაპიტალი 17 მლნ ლარამდე ოდენობით სუბსიდირებული კრედიტის სახით ისესხონ.