https://sputnik-georgia.com/20250826/metrosadguri-varketili-294670284.html
მეტროსადგურ „ვარკეთილმა" მუშაობა განაახლა
მეტროსადგურ „ვარკეთილმა" მუშაობა განაახლა
Sputnik საქართველო
სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. კერძოდ, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T11:36+0400
2025-08-26T11:36+0400
2025-08-26T11:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417596_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_c74f1ddcc3a9383984068c309005269a.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილმა" მგზავრთა მომსახურება განაახლა.სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით იყო დაკეტილი.მერიის განცხადებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.კერძოდ, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროს სადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.მერიის ცნობით, მიმდინარე პერიოდში განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეტროს სადგურ "ვარკეთილის" სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.შპს "ბადა კონსტრაქშენმა" (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა.მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417596_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a49450f54a7477975892765571a1fdb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
მეტროსადგურ „ვარკეთილმა" მუშაობა განაახლა
სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. კერძოდ, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგურ „ვარკეთილმა" მგზავრთა მომსახურება განაახლა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით იყო დაკეტილი.
მერიის განცხადებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
კერძოდ, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროს სადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.
მერიის ცნობით, მიმდინარე პერიოდში განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეტროს სადგურ "ვარკეთილის" სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.
შპს "ბადა კონსტრაქშენმა" (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა.
მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.