https://sputnik-georgia.com/20250826/erovnuli-bankis-saertashoriso-rezervebi-izrdeba-294676417.html
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები იზრდება
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები იზრდება
Sputnik საქართველო
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა. 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T20:06+0400
2025-08-26T20:06+0400
2025-08-26T20:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271831909_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_583dfedb23595c9dc63ae2a6ab9c8271.jpg
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 1,3 მლრდ დოლარით გაიზარდა დოლარით გაიზარდა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.ივლისში რეზერვები Bmatch-ის პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად 416,9 მილიონი დოლარით გაიზარდა. ივლისის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5 მლრდ დოლარს აჭარბებს.ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებგვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,7მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,1 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 470,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,5 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში განთავსებული სახსრების მოცულობამ 757 მილიონი ლარი შეადგინა.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271831909_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ac81d7511dbc1176115469832bb7e329.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები იზრდება
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ივლისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 1,3 მლრდ დოლარით გაიზარდა დოლარით გაიზარდა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
ივლისში რეზერვები Bmatch-ის პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად 416,9 მილიონი დოლარით გაიზარდა. ივლისის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5 მლრდ დოლარს აჭარბებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებგვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,7მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,1 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 470,4 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,5 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში განთავსებული სახსრების მოცულობამ 757 მილიონი ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენს.