https://sputnik-georgia.com/20250826/arcevnebi02025-sadamkvirveblo-organizaciebis-registracia-grzeldeba-294668919.html
არჩევნები-2025: სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია გრძელდება
არჩევნები-2025: სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. 26.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-26T10:53+0400
2025-08-26T10:53+0400
2025-08-26T10:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148743_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_b7f6c0b78281986c132d1afe3a95a049.jpg
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. 25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 7 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დააკვირდება.ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.ამ დროისთვის რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს.ერთ ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე მხოლოდ თითო დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260148743_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_f1a242a19cbf68911fd513fe2bb79e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები-2025: სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია გრძელდება
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი.
თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. 25 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 7 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს დააკვირდება.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები, რომელზეც საკრებულოს დეპუტატებსა და მერებს აირჩევენ, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანიამ 5 აგვისტოს აიღო სტარტი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა ორგანიზაციებმა:
„სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“
„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“
„საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების ანალიტიკურ-კომპილაციური ცენტრი“
„ასოციაცია თავისუფალი თაობა“
„საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“
„დემოკრატიის დაცვის და უფლებების დაცვის ცენტრი“
„მასმედიის და უფლებების დაცვის ცენტრი“
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
განაცხადების მიღების დასრულებისა და შემოწმების შემდეგ ცესკო თითოეული ორგანიზაციიდან დამკვირვებლების რაოდენობას გამოაქვეყნებს.
ერთ ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე მხოლოდ თითო დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს.