თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2025
გამოწერა
რთული რელიეფის გამო, ადგილზე მეხანძრე-მაშველები ვერტმფრენებით მიიყვანეს.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წოვათის ხეობაში ხანძარი ალპურ ზონაში ბალახს გუშინ გაუჩნდა.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც მეხანძრე-მაშველები ხანძრის გავრცელების ადგილზე რამდენიმე ეტაპად გადაიყვანა.
ცეცხლის ქრობის პროცესი რთული რელიეფის გამო რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0