https://sputnik-georgia.com/20250825/tarlitebma-samseneblo-nebartvis-sanacvlod-tanxis-gamozalva-scades-294662033.html
თაღლითებმა სამშენებლო ნებართვის სანაცვლოდ თანხის გამოძალვა სცადეს - დაკავებულია ორი პირი
თაღლითებმა სამშენებლო ნებართვის სანაცვლოდ თანხის გამოძალვა სცადეს - დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
ბრალდებულებმა მოქალაქე დაარწმუნეს, რომ დაეხმარებოდნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T13:51+0400
2025-08-25T13:51+0400
2025-08-25T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობას ედავება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში. აღნიშნულის სანაცვლოდ მათ ჯამში მოითხოვეს 70 ათასი აშშ დოლარი. უწყების ცნობით, 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 ათასი აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე ისინი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19, 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თაღლითებმა სამშენებლო ნებართვის სანაცვლოდ თანხის გამოძალვა სცადეს - დაკავებულია ორი პირი
ბრალდებულებმა მოქალაქე დაარწმუნეს, რომ დაეხმარებოდნენ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა ერთ-ერთი მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში. აღნიშნულის სანაცვლოდ მათ ჯამში მოითხოვეს 70 ათასი აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, 22 აგვისტოს ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 ათასი აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე ისინი დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-19, 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.