https://sputnik-georgia.com/20250825/saqartvelos-nakrebi-evrobasketze-sexvedrebis-ganrigi-294664394.html
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე: შეხვედრების განრიგი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე: შეხვედრების განრიგი
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას, 27 აგვისტოს დაიწყება. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T20:49+0400
2025-08-25T20:49+0400
2025-08-25T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_0:74:1440:884_1920x0_80_0_0_54dd627a1cbe3fa6688a38e23e608ff6.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას, 27 აგვისტოს დაიწყება.ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6 გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფშია, სადაც ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსის, ბოსნია და ჰერცეგოვინის გუნდებთან ითამაშებს.საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):28 აგვისტო, 16:00საქართველო - ესპანეთი30 აგვისტო, 16:00იტალია - საქართველო31 აგვისტო, 16:00საქართველო - საბერძნეთი2 სექტემბერი, 19:15კვიპროსი - საქართველო4 სექტემბერი, 16:00საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.13 კაციან ნაკრებში არიან: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე პევაძე, თორნიკე შენგელია (კაპიტანი), სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.საქართველო ევრობასკეტზე იასპარეზებს 12 მოთამაშით, ამიტომ მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ჯიკიჩს 27 აგვისტომდე ერთი მოთამაშის გუნდიდან გამორიცხვა მოუწევს.ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშეს და მე-11 ადგილი დაიკავეს. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა.აგვისტოს დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა FIBA-ს განახლებულ რეიტინგში თავისი პოზიცია გააუმჯობესა და ამჟამად ის მე-15 ადგილს იკავებს (16).აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ექვსი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ექვსივე წააგო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/16/291043874_82:0:1359:958_1920x0_80_0_0_661d1cfdfb87b50333741c83beea7dbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას, 27 აგვისტოს დაიწყება.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქალაქი უმასპინძლებს. A ჯგუფი რიგაში (ლატვია) ჩატარდება, B ჯგუფი ტამპერეში (ფინეთი), C ჯგუფი ლიმასოლში (კვიპროსი), D ჯგუფი კატოვიცეში (პოლონეთი). შეჯიბრის საფინალო ნაწილი რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტ 2025-ის საფინალო ნაწილში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წილისყრის შედეგების მიხედვით, ისინი 6 გუნდიან 4 ჯგუფად დაიყვნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფშია, სადაც ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსის, ბოსნია და ჰერცეგოვინის გუნდებთან ითამაშებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები (თბილისის დროით):
საქართველო - ბოსნია და ჰერცეგოვინა.
13 კაციან ნაკრებში არიან: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე პევაძე, თორნიკე შენგელია (კაპიტანი), სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.
საქართველო ევრობასკეტზე იასპარეზებს 12 მოთამაშით, ამიტომ მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ ჯიკიჩს 27 აგვისტომდე ერთი მოთამაშის გუნდიდან გამორიცხვა მოუწევს.
ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტზე პირველად 2011 წელს ითამაშეს და მე-11 ადგილი დაიკავეს. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა.
აგვისტოს დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა FIBA-ს განახლებულ რეიტინგში თავისი პოზიცია გააუმჯობესა და ამჟამად ის მე-15 ადგილს იკავებს (16).
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრებმა ექვსი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ექვსივე წააგო.