https://sputnik-georgia.com/20250825/qmris-mkvlelobistvis-dakavebul-qals-brali-warudgines-294661673.html
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T13:09+0400
2025-08-25T13:09+0400
2025-08-25T13:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში. შემთხვევა თბილისში 22 აგვისტო მოხდა. გამოძიების მიხედვით, 25 წლის ქალმა საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად 22 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. მისი განმარტებით, ბრალდებული ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მათ სულ ერთი კვირის შექმნილი ოჯახი ჰქონდათ.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარუდგინეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა ქალს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში 22 აგვისტო მოხდა. გამოძიების მიხედვით, 25 წლის ქალმა საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად 22 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. მისი განმარტებით, ბრალდებული ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა.
„ერთხელ აქვს დარტყმული დანა იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. მიშველეო უთხრა და ამანაც გამოაძრო, ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე, არაფერი იქნებაო. ამ მიზნით, მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა", - განაცხადა უფლებამდამცველმა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მათ სულ ერთი კვირის შექმნილი ოჯახი ჰქონდათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.