https://sputnik-georgia.com/20250825/mewyeri-xaragaulsi-ra-vitarebaa-adgilze-294663694.html
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
Sputnik საქართველო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T18:06+0400
2025-08-25T18:06+0400
2025-08-25T18:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/19/294660956_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_10dad246e1104a8c2016c4454b54608f.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მდინარე ყარნებას ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს. გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. მერიის ცნობით, მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. უწყების განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება. პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/19/294660956_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_eacbff8fc0bcac0bf8e7d69edf8aea8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, იმერეთი
მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მდინარე ყარნებას ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.
მერიის ცნობით, მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
„მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება. კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.
პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.