https://sputnik-georgia.com/20250825/metrosadguri-varketili-xvalidan-musaobas-ganaaxlebs-294661517.html
მეტროსადგური „ვარკეთილი" ხვალიდან მუშაობას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი" ხვალიდან მუშაობას განაახლებს
Sputnik საქართველო
სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. 25.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-25T12:28+0400
2025-08-25T12:28+0400
2025-08-25T12:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა 2020
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417640_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_7e13767a618390e85382d77287c6e8cb.jpg
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგური „ვარკეთილი" ხვალიდან, 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა. მერიის განცხადებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. კერძოდ, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროს სადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან. გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ. მერიის ცნობით, მიმდინარე პერიოდში განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეტროს სადგურ "ვარკეთილის" სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო. შპს "ბადა კონსტრაქშენმა" (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა. მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282417640_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c0161d7b09423c47fb84b9baed931020.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა 2020
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის მეტროში ჭერი ჩამოინგრა 2020
მეტროსადგური „ვარკეთილი" ხვალიდან მუშაობას განაახლებს
სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. მეტროსადგური „ვარკეთილი" ხვალიდან, 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღნიშნული მეტროს სადგური 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
მერიის განცხადებით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება.
კერძოდ, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროს სადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროს სადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.
გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.
მერიის ცნობით, მიმდინარე პერიოდში განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მეტროს სადგურ "ვარკეთილის" სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
მერიამ აღნიშნული მეტროს სადგურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. ერთ შემთხვევაში მსურველი არ გამოჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი კონტრაქტორ კომპანია "მამისონთან" ხელშეკრულების შეწყვეტა გახდა საჭირო.
შპს "ბადა კონსტრაქშენმა" (Bada Construction LLC), სამუშაოების სირთულის გამო, მერიასთან ხელშეკრულების 2026 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება მოითხოვა.
მეტრო "ვარკეთილი" ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის ბოლო გაჩერებაა. იგი 1985 წელს გაიხსნა.