ინგლისის „უოტფორდს“ 18 წლის ქართველი ფეხბურთელი შეუერთდება

© Сourtesy Nikoloz Chikovaniფეხბურთელი ნიკოლოზ ჩიქოვანი
ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2025
გამოწერა
ორშაბათს რომში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამუშაო ვიზას მიიღებს.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. „დინამო თბილისის“ 18 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში, ინგლისის „უოტფორდში“ გააგრძელებს, ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
ორშაბათს რომში ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სამუშაო ვიზას მიიღებს.
„დინამო თბილისსა“ და „უოტფორდს“ შორის შეთანხმება შედგა. მზადაა კონტრაქტიც – ჩიქოვანი ინგლისურ კლუბთან ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩიქოვანი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში წელს დააწინაურეს და რვა თამაში ჩაატარა. ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია (13 მატჩი, ორი გოლი), ამჟამად კი 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავს (11 მატჩი, სამი გოლი).
ყველა ახალი ამბავი
0