https://sputnik-georgia.com/20250824/ukrainis-sakitxze-molaparakebebis-bedi-uaxloes-kvireebsi-gadawydeba-trampi-294653354.html
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ბედი უახლოეს კვირეებში გადაწყდება - ტრამპი
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ბედი უახლოეს კვირეებში გადაწყდება - ტრამპი
Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს. 24.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-24T11:05+0400
2025-08-24T11:05+0400
2025-08-24T11:05+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
დონალდ ტრამპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:466:2048:1618_1920x0_80_0_0_e9e9b976ecc79c8a3455b6efe474834f.jpg
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ბედი შესაძლოა მომდევნო ორ კვირაში გაირკვეს. თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, მას ამ ომში „არაფერი არ ახარებს“.„ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, მომდევნო ორ კვირაში გავიგებთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. და ჯობია, რომ გახარებული ვიყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამ დროის განმავლობაში ის გეგმავს გაეცნოს მოსკოვისა და კიევის პოზიციებსა და განზრახვებს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.ტრამპმა ასევე ახსენა თავისი ადრინდელი იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ მას სურს დაესწროს მას, თუმცა ბევრი თვლის, რომ ასეთი მოლაპარაკებები არაფრის მომცემი იქნება.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ზელენსკი და ევროპული ქვეყნების ლიდერები, ასევე ნატოს და ევროკომისიის ხელმძღვანელები მიიღო. შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ კიევის მიერ მიღებულ უსაფრთხოების გარანტიებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ფარგლებში არსებულ გარანტიებს არ შეადარებდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან.ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის განლაგების წინადადებაზე განაცხადა, რომ ეს ვარიანტი მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია და კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/12/294584951_0:37:2048:1573_1920x0_80_0_0_98c368fedc7bdb52970663000bebce08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , დონალდ ტრამპი
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , დონალდ ტრამპი
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ბედი უახლოეს კვირეებში გადაწყდება - ტრამპი
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ბედი შესაძლოა მომდევნო ორ კვირაში გაირკვეს. თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, მას ამ ომში „არაფერი არ ახარებს“.
„ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, მომდევნო ორ კვირაში გავიგებთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. და ჯობია, რომ გახარებული ვიყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ამ დროის განმავლობაში ის გეგმავს გაეცნოს მოსკოვისა და კიევის პოზიციებსა და განზრახვებს კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით.
ტრამპმა ასევე ახსენა თავისი ადრინდელი იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ მას სურს დაესწროს მას, თუმცა ბევრი თვლის, რომ ასეთი მოლაპარაკებები არაფრის მომცემი იქნება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორ კვირაში მიიღებს.
18 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ზელენსკი და ევროპული ქვეყნების ლიდერები, ასევე ნატოს და ევროკომისიის ხელმძღვანელები მიიღო. შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ კიევის მიერ მიღებულ უსაფრთხოების გარანტიებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის ფარგლებში არსებულ გარანტიებს არ შეადარებდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცები არ იქნებიან.
ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის განლაგების წინადადებაზე განაცხადა, რომ ეს ვარიანტი მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია და კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას გამოიწვევს.