თუშეთში მთის ფერდობზე ხანძარია: ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძრის ქრობა
ხანძრის ქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2025
გამოწერა
ადგილზე მყოფების თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ხანძრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი სოფელ წაროსთან მთის ფერდობზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
მათივე ცნობით, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი. ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
არსებული მონაცემებით, ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.
ადგილზე მყოფების თქმით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რასაც ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. ხანძრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0