ტრაგედია დასავლეთ საქართველოში - მდინარეში მოზარდის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2025
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მაშველებმა მდინარე სუფსაში (გურიის რეგიონი) 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, იტყობინება ტელეარხი „რუსთავი 2“.
მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეზე ისვენებდა. თვითმხილველების თქმით, ის მოულოდნელად დინებამ გაიტაცა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0