https://sputnik-georgia.com/20250824/saxalxo-damcvelma-politikosebs-mouwoda-tavi-seikavon-sizulvilis-enis-gamoyenebisgan-294657566.html
სახალხო დამცველმა პოლიტიკოსებს მოუწოდა თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან
სახალხო დამცველმა პოლიტიკოსებს მოუწოდა თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან
Sputnik საქართველო
ომბუდსმენის თქმით, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები უკვე დაფიქსირდა 24.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-24T19:02+0400
2025-08-24T19:02+0400
2025-08-24T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_0:8:1750:992_1920x0_80_0_0_89932c9765fabbffe4a4e8bc28d93079.jpg
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს.მისი თქმით, სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დროს მისი მხრიდან დამატებით განცხადებები გაკეთდება.„იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის", - განაცხადა იოსელიანმა.არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: "თავისუფლების მოედანი", "ხალხისთვის", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას "ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც "არალეგიტიმურს" უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275533291_59:0:1616:1168_1920x0_80_0_0_f8d03a1b2468e9dcc2507362eeffc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, თვითმმართველობის არჩევნები
სახალხო დამცველმა პოლიტიკოსებს მოუწოდა თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან
ომბუდსმენის თქმით, სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები უკვე დაფიქსირდა
თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური საარჩევნო კამპანია 5 აგვისტოს დაიწყო.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო გარემო ძალადობისა და სიძულვილის ენის გარეშე წარიმართოს.
„ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკოსს, ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან კამპანიაში, მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან“, - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, უკვე არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება და ამაზე არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დროს მისი მხრიდან დამატებით განცხადებები გაკეთდება.
„იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის", - განაცხადა იოსელიანმა.
არჩევნები ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბოიკოტის ფონზე გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: "თავისუფლების მოედანი", "ხალხისთვის", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "დროა", "ფედერალისტები".
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეთა უმეტესობა უარს ამბობს 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს მონაწილეობის მიღებას "ხელისუფლების თამაშებში", რომელსაც "არალეგიტიმურს" უწოდებს, რადგანაც არ აღიარებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნების 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.