რუსეთმა ივლისში ქართული კარტოფილის იმპორტი შეაჩერა

© photo: Sputnik / Stringerქართული კარტოფილი
ქართული კარტოფილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2025
გამოწერა
რუსეთმა ქართული კარტოფილის რეგულარული იმპორტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, ამასთან იმპორტმა პიკს აპრილში მიაღწია.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. რუსეთმა საქართველოდან კარტოფილის იმპორტი ცხრათვიანი უწყვეტი შესყიდვების შემდეგ ივლისში შეწყვიტა, იტყობინება RIA Novosti.
რუსეთმა კარტოფილის რეგულარული იმპორტი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, იმპორტმა პიკს აპრილში მიაღწია. შემდეგ შესყიდვები შენელდა. ივლისში, პირველად, ქართულ უწყებას რუსეთში კარტოფილის ექსპორტის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ამავდროულად, რუსეთმა კარტოფილის იმპორტი ივლისში ჩინეთიდანაც შეამცირა - 6,9 მილიონ დოლარამდე, რაც ივნისის მაჩვენებელზე 1,8-ჯერ ნაკლებია, იტყობინება RIA Novosti „ევროსტატის“ მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით.
ეს შესაძლოა განპირობებული იყოს რუსეთში გასულ წელთან შედარებით კარტოფილის უკეთესი მოსავლის მოლოდინით. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ივლისის მონაცემებით, რუსეთში ადრეული კარტოფილის მოსავალი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით გაიზარდა - 240 ათას ტონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0