https://sputnik-georgia.com/20250823/kameris-dazianebisa-da-dawvistvis-saprotesto-aqciis-monawiles-otxwliani-patimroba-miesaja-294646735.html
კამერის დაზიანებისა და დაწვისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა
კამერის დაზიანებისა და დაწვისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
მუსელიანცი დამნაშავედ ცნეს პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების დაზიანებასა და დაწვაში 2024 წლის 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს. 23.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-23T13:49+0400
2025-08-23T13:49+0400
2025-08-23T13:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24707/24/247072435_0:68:1280:788_1920x0_80_0_0_d166c784defd6201d30f72faf2072ba5.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისამთავრობო აქციის მონაწილე არჩილ მუსელიანცს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მუსელიანცი დამნაშავედ ცნეს პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების დაზიანებასა და დაწვაში 2024 წლის 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს.თავად მუსელიანცმა ბრალი არ აღიარა და მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა.საპროტესტო აქციებისაქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24707/24/247072435_70:0:1210:855_1920x0_80_0_0_de5ea7afe8a41cd7431d1fc8fe74d243.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კამერის დაზიანებისა და დაწვისთვის საპროტესტო აქციის მონაწილეს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა
მუსელიანცი დამნაშავედ ცნეს პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების დაზიანებასა და დაწვაში 2024 წლის 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტისამთავრობო აქციის მონაწილე არჩილ მუსელიანცს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მუსელიანცი დამნაშავედ ცნეს პარლამენტთან დამონტაჟებული კამერების დაზიანებასა და დაწვაში 2024 წლის 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის დროს.
თავად მუსელიანცმა ბრალი არ აღიარა და მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. საპროტესტო აქციების დროს 170-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. 32 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციაზე უარის თქმაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს; მოგვიანებით, ამას კიდევ ორი მოთხოვნა დაემატა - დაკავებულების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ გადაწყვიტა საპროტესტო აქციების გამართვის წესების გამკაცრება, რომელთა შორისაა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირების აკრძალვა, საავტომობილო გზების უსაფუძვლო გადაკეტვა და ამ წესების დარღვევისთვის ჯარიმებისა და პატიმრობის ვადის გაზრდა.