https://sputnik-georgia.com/20250822/xelisufleba-ar-dausvebs-gare-zalebis-mier-tavs-moxveul-revolucias-kalaze-294642492.html
ხელისუფლება არ დაუშვებს გარე ძალების მიერ თავს მოხვეულ რევოლუციას - კალაძე
ხელისუფლება არ დაუშვებს გარე ძალების მიერ თავს მოხვეულ რევოლუციას - კალაძე
Sputnik საქართველო
დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შეცვლა ხდება მხოლოდ არჩევნების შედეგად, სადაც ყველაფერს მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტს, განაცხადა კახა კალაძემ 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T20:41+0400
2025-08-22T20:41+0400
2025-08-22T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_0:94:2000:1219_1920x0_80_0_0_09eb672642b951a290968a13e88066a3.jpg
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და არ დაუშვებს გარედან კონტროლირებად ძალებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს: 13 სექტემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში.მისი თქმით, რევოლუციის მცდელობები ადრეც იყო და მსგავსი გეგმები ახლაც არსებობს გარე ძალებთან დაკავშირებული რადიკალების მხარდაჭერით.„მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა მან.როგორც კალაძემ აღნიშნა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შეცვლა ხდება მხოლოდ არჩევნების შედეგად, სადაც ყველაფერს მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტს. დაუშვებელია უმცირესობის მცდელობები, ძალადობრივი გზით თავს მოახვიოს უმრავლესობას საკუთარი აზრები და ხელისუფლება მოვლენების მსგავს განვითარებას არ დაუშვებს.ოპოზიცია საქართველოშისაქართველოში წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ მონაწილეობენ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მთავრობაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.ამავდროულად, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს უწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია აპირებს „რევოლუციის მოწყობას საქართველოში“ გარკვეული უცხოური ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს.მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ყველა დონეზე 2030 წლამდე შეინარჩუნებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23716/46/237164683_124:0:1876:1314_1920x0_80_0_0_1eb027aaf2bc78bfab31a5831e295f74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ხელისუფლება არ დაუშვებს გარე ძალების მიერ თავს მოხვეულ რევოლუციას - კალაძე
დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შეცვლა ხდება მხოლოდ არჩევნების შედეგად, სადაც ყველაფერს მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტს, განაცხადა კახა კალაძემ
თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და არ დაუშვებს გარედან კონტროლირებად ძალებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყონ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ცნობით, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების დირექტორმა ჯონ დიპირომ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს პროტესტი იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ევროკომისიის მოთხოვნებს არ შეასრულებს: 13 სექტემბერს საპროტესტო აქციის ჩატარება, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ვიზიტის დაგეგმვა აშშ-ში.
„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო - გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რევოლუციის მცდელობები ადრეც იყო და მსგავსი გეგმები ახლაც არსებობს გარე ძალებთან დაკავშირებული რადიკალების მხარდაჭერით.
„მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა მან.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების შეცვლა ხდება მხოლოდ არჩევნების შედეგად, სადაც ყველაფერს მოსახლეობის უმრავლესობა წყვეტს. დაუშვებელია უმცირესობის მცდელობები, ძალადობრივი გზით თავს მოახვიოს უმრავლესობას საკუთარი აზრები და ხელისუფლება მოვლენების მსგავს განვითარებას არ დაუშვებს.
საქართველოში წამყვანი ოპოზიციური ძალები ორ ბანაკად გაიყვნენ.
პარტიები „ლელო“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „საქართველოსთვის“ მონაწილეობენ მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მთავრობაზე ზეწოლის ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებას გეგმავენ.
ამავდროულად, პოლიტიკურმა მოძრაობებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარი თქვეს მონაწილეობაზე და საპროტესტო აქციებით ცდილობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას. მათ მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან მონაწილეობს საპროტესტო მოძრაობაში და მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მათი მხარდამჭერების ციხიდან გათავისუფლებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ორივე ბანაკს უწოდებს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიცია აპირებს „რევოლუციის მოწყობას საქართველოში“ გარკვეული უცხოური ძალების მხარდაჭერით, რომლებსაც მმართველი ელიტა deep state-ს უწოდებს.
მმართველ პარტიაში Deep state-ს ასევე უწოდებენ „გლობალური ომის პარტიას" - „გლობალური ომის პარტიის" ქვეშ საქართველოს ხელისუფლება გულისხმობს გარკვეულ ძალებს უცხოეთში, რომლებსაც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე პრინციპული გავლენა აქვს. დასავლეთში ამ მტკიცებას შეთქმულების თეორიას უწოდებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს და „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას ყველა დონეზე 2030 წლამდე შეინარჩუნებს.