https://sputnik-georgia.com/20250822/vadagasuli-preparatebi-da-uvargisi-cofis-vaqcinebi-guriasi-cxovelebis-klinika--294639925.html
ვადაგასული პრეპარატები და უვარგისი ცოფის ვაქცინები: გურიაში ცხოველების კლინიკა დახურეს
ვადაგასული პრეპარატები და უვარგისი ცოფის ვაქცინები: გურიაში ცხოველების კლინიკა დახურეს
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T17:05+0400
2025-08-22T17:05+0400
2025-08-22T17:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252561538_0:128:3184:1919_1920x0_80_0_0_b8c3d9f6d258439e7eb2bbfff18ac15d.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ინდმეწარმის ცხოველთა თავშესაფარში არაგეგმური ინსპექტირება სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა: სააგნეტოს განცხადებით, თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს. მიმდინარე წელს გეგმურად და არაგეგმურად შემოწმებულია ყველა თავშესაფარი, მათ შორის, უპატრონი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართული თავშესაფრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0c/252561538_227:0:2956:2047_1920x0_80_0_0_2fdc13760b1fcf1c570d915d377df182.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო
ვადაგასული პრეპარატები და უვარგისი ცოფის ვაქცინები: გურიაში ცხოველების კლინიკა დახურეს
სააგენტოს ინფორმაციით, პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინდმეწარმის ცხოველთა თავშესაფარში არაგეგმური ინსპექტირება სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.
ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა:
ინსპექტირებისას ამოღებულია ვადაგასული პრეპარატები, მათ შორის, ფსიქოტროპული საშუალებები და გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინები.
თავშესაფრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუდგენელი მიზეზით მკვდარი ცხოველები.
დადგენილი წესების შესაბამისად არ ხორციელდებოდა ქირურგიული და სხვა ვეტერინარული მომსახურება.
არ არის დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი, არ ხდებოდა ავადმყოფი და ჯანმრთელი ცხოველების ერთმანეთისგან იზოლირება, ცხოველების მკურნალობის შესახებ ჩანაწერები არ არის სრულყოფილად წარმოებული.
ვერ იქნა წარმოდგენილი ვოლიერებში არსებული ცხოველების მიკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მათ შორის, დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ტარდებოდა ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების დასუფთავება, დეზინფექცია და სტერილიზაცია.
სააგნეტოს განცხადებით, თავშესაფრის კლინიკას, სადაც ხორციელდებოდა ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაცია და სხვა ვეტერინარული მანიპულაციები, დარღვევების გამოსწორებამდე საქმიანობა შეუჩერდა. პრეპარატები დაილუქა და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ცხოველის საკვების ნიმუშები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით არსებული რეგისტრირებული ცხოველთა თავშესაფრების ვეტერინარულ კონტროლს.
მიმდინარე წელს გეგმურად და არაგეგმურად შემოწმებულია ყველა თავშესაფარი, მათ შორის, უპატრონი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართული თავშესაფრები.