https://sputnik-georgia.com/20250822/samegrelosi-sabavsvo-barebs-iaffasian-rzis-nawarms-awvdidnen-faqtze-2-piri-amxiles-294639801.html
სამეგრელოში საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ: ფაქტზე 2 პირი ამხილეს
სამეგრელოში საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ: ფაქტზე 2 პირი ამხილეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. 22.08.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-08-22T16:31+0400
2025-08-22T16:31+0400
2025-08-22T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/18/240471814_0:112:2000:1237_1920x0_80_0_0_ebb5fb1819cbd1b638a388f5f6626dca.jpg
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. გამოძიების მიხედვით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულები სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებს დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ. ისინი მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 ათას ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/18/240471814_101:0:1900:1349_1920x0_80_0_0_36c41f723a46f92bc6afda26e715f753.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
სამეგრელოში საბავშვო ბაღებს იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ: ფაქტზე 2 პირი ამხილეს
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა ორი მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები.
გამოძიების მიხედვით, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა, ბრალდებულები სამეგრელოს რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებს დაბალკალორიულ და იაფფასიან რძის ნაწარმს აწვდიდნენ. ისინი მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 20 ათას ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებას გულისხმობს.